იტალიური კომპანია ADESIV-ის წარმოების 2 კომპონენტიანი წებო PELPREN PL6 პოლიურეთანის ბაზაზე არის მაღალი ადგეზიის(მიკვრის უნარის) წებო, რომლის გამოყენება შესაძლებელია ხის პარკეტის, 2 და 3 შრიანი საინჟინრო პარკეტის და ლამინირებული იატაკის დასაწებებლად როგორც ხის ფანერაზე ასევე პირდაპირ ბეტონის იატაკზე.
მისი ელასტიურობა არის 65/35 პროპორციით რეზინა/მყარი მასა, რაც საშუალებას იძლევა გამოყენებული იყოს იატაკქვეშა გათბობასთანაც.
არის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი
რეკომენდებულია როგორც პატარა, ასევე დიდი ფორმატის იატაკის მოსაწყობად.