ჩვენ შესახებ | გერმანული სახლი
top of page

ჩვენ შესახებ

გერმანული სახლი უკვე 19 წელია საქმიანობს კავკასიის ბაზარზე. ჩვენ ვართ გერმანული ბრენდების Krono-Original (ლამინირებული იატაკის უმსხვილესი მწარმოებელი ევროპაში), Cordes (ნებისმიერი პროფილის და სიგრძის უმაღლესი ხარისხის ხის მასალა), Oli-Lacke (ხის დასაფარი ლაქები), Erfurt (მსოფლიო ლიდერი შესაღები შპალერების წარმოებაში), Conmetall (სანტექნიკა), Sanitop (სანტექნიკა), Nord Ceram (მეტლახი) და Grohn (კაფელი) პირველი ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. ამავდროულად, გვაქვს საქმიანი და პარტნიორული ურთიერთობა სამშენებლო-სარემონტო მასალების მწარმოებელ 20-მდე გერმანულ კომპანიასთან. დიდი კონკურენციის მიუხედავად გერმანულმა სახლმა შეძლო დაემკვიდრებინა თავისი ადგილი კავკასიის ბაზარზე. დღეს ჩვენმა მომხმარებელმა იცის, რომ გერმანული სახლის საწყობ-მაღაზიებში იყიდება მხოლოდ ევროპული წარმოების უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, ჩვენ პირადად შემოგვაქვს გერმანიიდან სამშენებლო-სარემონტო მასალები და შესაბამისად, ჩვენს საწყობ-მაღაზიებში არის საბითუმო ფასები, ამასთანავე პასუხისმგებელნი ვართ მოწოდებული პროდუქციის ხარისხზე. ჩვენს საწყობ-მაღაზიებში შეგიძლიათ იხილოთ: - მუხისა და კოპიტის მასიური პარკეტი; - უამრავი სახეობის ეკოლოგიურად სუფთა გერმანული ლამინირებული იატაკი და მის დასაგებად აუცილებელი სხვადასხვა აქსესუარი; - იატაკის და ხის დასაფარი გერმანული, ეკოლოგიურად სუფთა ლაქები და სხვა მასალები; - მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში, შეგვიძლია ჩამოვიტანოთ კედელზე გასაკრავი და ღია ცის ქვეშ საექსპლუატაციო წყალ, თოვლ და ყინვა-გამძლე ლამინირებული იატაკი. - ნებისმიერი პროფილის და სიგრძის უმაღლესი ხარისხის ხის მასალა; - 200-მდე სახეობის გერმანული სანტექნიკა (როგორც ცალ-ცალკე, ასევე კომპლექტაციაში, რომელიც შექმნილია წამყვანი გერმანული ბრენდების (KALDEWEI, Villeroy&Boch, Grohe, Hansgrohe, Keramag, Geberit, Pagette) დიზაინერების მიერ და სრულიად შეესაბამება თანამედროვე სტილსა და სტანდარტებს. 2013 წლის თებერვლიდან გერმანულ სახლს ჰყავს ოფიციალური წარმომადგენელი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში (ქ. ჰამბურგი), რომლის საშუალებითაც შეგვიძლია მოვიძიოთ და უმოკლეს ვადებში მოგაწოდოთ თქვენთვის სასურველი ნებისმიერი პროდუქცია გერმანიიდან

bottom of page